
გამომშრალი კივი
თხლად დაჭრილი და ნელა გამომშრალი კივი — მომჟავო-ტკბილი გემო და ცოცხალი მწვანე ფერი, რომელიც ზამთარშიც ზაფხულს გაგახსენებთ
ჩვენი ისტორია
საზღვრიდან 15 კილომეტრში, პატარა სოფელში, დედა საგულდაგულოდ ამზადებს სასაჩუქრე ყუთებს თქვენთვის
ყველა პროდუქტი, რომელიც ყუთში დაგხვდებათ, ჩვენივე ხელებით, სიყვარულითა და ზრუნვით არის მოყვანილი
იმედი გვაქვს, ეს ყუთი სითბოსა და სიხარულის გემოს შემოიტანს ჩვენი ფერმიდან თქვენს სამუშაო სივრცეში
პროდუქცია
ყოველი პროდუქტი ჩვენს ფერმაში, ჩვენივე ხელით არის მოყვანილი და მომზადებული

თხლად დაჭრილი და ნელა გამომშრალი კივი — მომჟავო-ტკბილი გემო და ცოცხალი მწვანე ფერი, რომელიც ზამთარშიც ზაფხულს გაგახსენებთ

შემოდგომის მწიფე ხურმა, რომელიც ნელა შრება და რბილ, თაფლივით ტკბილ ჩირად იქცევა

ქართული სუფრის ერთგული თანამგზავრი — გემრიელი თხილი, ჩვენივე ხეებიდან შეგროვებული

ფორთოხლის მზისფერი რგოლები: სურნელოვანი, ოდნავ მომჟავო და საახალწლო სუფრის ნამდვილი მშვენება

მუქი, რბილი ჩირი, რომელშიც ზაფხულის ქლიავის სიტკბო და მსუბუქი სიმჟავეა შენახული

ფრთხილად დამტვრეული კაკალი — ქართული სამზარეულოს საფუძველი და ზამთრის სითბო ყოველ ლუკმაში

ტრადიციული ქართული ტკბილეული: ძაფზე ასხმული კაკალი ან თხილი, ყურძნის ტკბილის თათარაში ამოვლებული

სახლში, ნელ ცეცხლზე მოხარშული მურაბა და ჯემი — ჩაისთვის, საუზმისთვის და ზამთრის თბილი საღამოებისთვის

მუქი, ხავერდოვანი წითელი ღვინო — საახალწლო განწყობისთვის

თხლად დაჭრილი და ნელა გამომშრალი ვაშლი — მსუბუქი, ბუნებრივად ტკბილი და შემოდგომის სურნელით სავსე

ბალახეული ჩაი — თბილი ფინჯანი ზამთრის საღამოებისა და მყუდრო საუბრებისთვის
სასაჩუქრე ყუთები
აირჩიეთ ერთ-ერთი ყუთი ან მოგვწერეთ და ერთად შევადგენთ თქვენთვის სასურველ ნაკრებს

ხილის ჩირი, თხილი და კაკალი

ჩურჩხელა და ჩირეულის მიქსი

ფირმული შეფუთვა

ჩირეული, ჯემი და ჩურჩხელა

ჩირეული, ჯემები, ჩურჩხელა, ღვინო

ზემო აჭარაში დაკრეფილი მცენარეების მიქსი
კომპანიებისთვის
შესაძლებელია თითოეული პროდუქტის ბრენდირება თქვენი კომპანიის სტილით
თითოეული ყუთის შემადგენლობას თქვენი სურვილისამებრ შევცვლით
ფასი დამოკიდებულია თანამშრომლების რაოდენობაზე
მოგვწერეთ და ერთად შევარჩევთ თქვენი გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტს
მიიღეთ შეთავაზება